შესაძლებელია, ბაიდენს ეს არც სცოდნოდა - მაჭარაშვილი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე
გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, კობახიძისთვის აშშ-ში ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაცია თავად ბაიდენსაც არ ჰქონდეს.
"ხალხის" ძალის ლიდერი ბაიდენის ადმინისტრაციას სტუმარ-მასპინძლობას უწუნებს და ვარაუდობს, რომ შეხვედრაზე მიწვევის გაუქმებაში "გარე ძალების" ხელი ურევია.
სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარი დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? შესაძლებელია, ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს ეს არ სცოდნოდა, არც დანიშცვნა ამ შეხვედრის და არც მისი გაუქმება. როგორ ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ და შეიძლება, უთხრეს, რომ რომ იცოდე, დანიშნული იყო შეხვედრა და ასეა საჭირო, რომ გავაუქმოთო. ეს სამწუხარო მოცემულობა არსებობს", - ამბობს მაჭარაშვილი.
აშშ-შ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.