იზოლაციაში მოქცეულ პრემიერს ექსპერტები გადადგომას ურჩევენ

25.09.24 16:01
იზოლაციაში მოქცეულ პრემიერს ექსპერტები გადადგომას ურჩევენ

საქართევლოს პრემიერი სრულ იზოლაციაშია - ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შემდეგ, ქართველი ექსპერტები ირაკლი კობახიძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. 

არჩილ გამზარდიას, აშშ-ს მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილება არ უკვირს. ექსპერტის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის გუნდს ეკისრება, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს, ბოლო პერიოდია აქტიურად ლანძღავს. 

ეს არ არის ის აქტი, რომელიც მოულოდნელად მოხდა მათთვის. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ელჩთან წინა დღეებში ასეთი საუბარი და ზოგადად ასეთი ლანძღვა-გინების კორიანტელი იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გვერდით გვიდგას, ამგვარი თავდასხმების შედეგი, რა შეიძლება იყოს. ეს არის დიპლომატიური, ძალიან აკადემიური აქტი. უბრალოდ არ შეხვდნენ ასეთ ძალაუდლების წარმომადგენლებს. ამიტომ, მისი მიზანმიმართული აქტი უნდა იყოს, რომ პრემიერი ასეთ დროს უნდა გადადგეს", - ამბობს არჩილ გამზარდია.

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში და EPRC-ის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე კი "პირველებთან" ამბობს, რომ ამერიკა-საქართველოს ხელისულფლებებს შორის ურთიერთობები ამ შედეგამდე "ოცნების" პოლიტიკამ მიიყვანა.

მსგავს გადაწყვეტილებებს ამერიკა იღებს იმ ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც განგრძობითად ცდილობენ,  შეუარცხყოფა მიაყენონ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს, განგრძობითად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დაშორდნენ, დააშორონ საკუთარი ქვეყანა დასავლეთს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სრულიად ადეკვატურად, იმ ფაქტების შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების მანძილზე, ეს იყო ამერიკის ელჩის და კობახიძის შეხვედრა, ეს იყო ბოლო რიტორიკა, რომელსაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების და ბოლო თვეების მანძილზე "ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან. ეს არის ძალიან მკაფიო, ძალიან ადეკვატური რეაგირება ჩვენი ამერიკელი მეგობრებისა", - ამბობს გიგიაძე. 

აშშ-შ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.

 

მსგავსი სიახლეები