26 ოქტომბერს ქართველი ერის პროგრესულმა ნაწილმა უნდა გაათავისუფლოს საქართველო და პუტინის პატიმარი სააკაშვილი - ბარამიძე

25.09.24 16:33
26 ოქტომბერს ქართველი ერის პროგრესულმა ნაწილმა უნდა გაათავისუფლოს საქართველო და პუტინის პატიმარი სააკაშვილი - ბარამიძე

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკარმიდამოში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე დაესწრნენ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ერის პროგრესულმა ნაწილმა აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს როგორც საქართველო, ასევე მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები.

დღეს ქალბატონ გიულისთან ერთად ჩამოვედით მიშას მამულში, ყვარელში, ეს განსაკუთრებული ადგილია ჩვენთვის. ჩამოვედით, რათა მიხეილ სააკაშვილის წიგნი წარგვედგინა ჩვენი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის წევრებისთვის, რომლებიც შემართული არიან იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ მიშა პუტინის პატიმრობიდან, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიშას ლიდერობით ახალ საქართველოში, 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა ეს მოღალატეები აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, მიშას ექნება საფუძველი, რომ ბევრად მეტი წიგნი დაწეროს იმ კარგ საქმეებზე, რასაც ის და მისი გუნდი გააკეთებენ საქართველოს მშვიდობიანად გამთლიანებისათვის, მის ასაყვავებლად, ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები