აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო - ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული.
მოსმენის გადადების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. არ კონკრეტდება თარიღი, როდის მოხდება ორპარტიული კანონპროექტის შესახებ მსჯელობა.
"ქართველი ხალხის აქტი", რომელიც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს, ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.