''ძლიერი საქართველო'' არის ალტერნატივა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს აღმავლობის გზაზე - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია ''ძლიერი საქართველოს'' ლიდერები გორში რეგიონულ შეხვედრას მართავენ - როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ''ძლიერი საქართველო'' არის ალტერნატივა, რომელიც ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს და აღმავლობის გზაზე გამოიყვანს.
მისი თქმით, "კოალიციამ მოძრაობა და რეგიონული გასვლა გორიდან სწორედ იმ სამარცხვინო განცხადების გამო დაიწყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ომგამოვლილ ქალაქში გააჟღერა''.
ჩვენ ვართ ალტერნატივა, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს ძალიან მშვიდობიან გამარჯვების და აღმავლობის გზაზე. ყოველი გასვლა, ყოველი შეხვედრა, სიამაყით მავსებს, იმიტომ რომ მოდიან ადამიანები აკადემიური წრეებიდან, მხატვრები, მეცნიერები, გვიერთდებიან და გვეუბნებიან, იმიტომ რომ აი ამ გუნდში ჩვენ შევძელით, რომ მოვიზიდეთ ახალგაზრდა არა პოლიტიკაში მყოფი ანუ არა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, სუფთა წარსულით, ნამდვილად სუფთა წარსულით და რაც ყველაზე მთავარია მაღალი პროფესიონალიზმით. სწორედ ასეთი გუნდი, ასეთი ახალგაზრდული, პროფესიონალური გუნდი არის გამოსავალი ნამდვილი გამარჯვების. ამ გამარჯვებას ჰქვია ‘’ძლიერი საქართველო’’. ჩვენ ჩამოვალ მთელ რეგიონებში, ვიქნებით ყველგან, დავიწყეთ ჩვენი მოძრაობა და რეგიონული გასვლა გორიდან. სწორედ იმ ტრაგედიის და სამარცხვინო განცხადების გამო, რომელიც აქ გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა'',- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს მეოთხე პრეზინდეტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა. მარგველაშვილი, ცოტა ხნის წინ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.