ივანიშვილის გუნდის სრული კრახი - კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციის კარი ჩაუკეტეს

25.09.24 20:00
ივანიშვილის გუნდის სრული კრახი - კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციის კარი ჩაუკეტეს

რეჟიმის სრული კრახი - კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციის კარი ჩაუკეტეს. ეს შტატების მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. მსგავსი არავის არასდროს ახსოვს. ამერიკის პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულ სტუმართა სიაში კობახიძე თავდაპირველად ეწერა, მაგრამ ბაიდენის მთავრობამ საქართველოს პრემიერს მიწვევა გააუქმა. შტატებში ჩასული "ოცნება" სრულ იზოლაციაშია მოქცეული. არავის ოლიგარქის რეჟიმის მსახურებთან საუბრის სურვილი არ აქვს.

კობახიძესთან შეხვედრაზე უარი თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. საქართველოს პრემიერი ჯეიკ სალივანთან აუდიენციისთვის შუამავლებსაც კი ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. არ ხვდებიან კობახიძეს და არ ხვდებიან არავის საქართველოს დელეგაციიდან. ბაიდენის ადმინისტრაციამ  უარი თქვა საქართველოს მთავრობის ყველა წევრთან პირისპირ საუბარზე. ასეთია ამერიკის მთავრობის ვერდიქტი "ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის  გამო.

რას წერს დასავლური მედია კობახიძის პრაქტიკულად პერსონა ნონგრატად გამოცხადების შესახებ? - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები