ამერიკული სანქციები “ოცნების“ კიდევ ერთ მაღალჩინოსანს უახლოვდება?
ამერიკული სანქციები “ოცნების“ კიდევ ერთ მაღალჩინოსანს უახლოვდება - ვაშინგტონმა ანტიკორუფციული ბიურო ოლიგარქის ავტოკრატიული მთავრობის ინსტრუმენტად გამოაცხადა. ამერიკელი სენატორები კარდინი, რიში და შაჰინი რაჟდენ კუპრაშვილს სამოქალაქო სექტორის რეპრესიებში ამხელენ. ეს კი ნიშნავს, რომ შტატები ანტიკორუფციული ბიუროს პირველი პირის მიმართ მხოლოდ მწვავე განცხადებებით არ შემოიფარგლება.
არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნადირობა ოფიციალურად გამოცხადებულია და სადამსჯელო პროცესში სასამართლო კლანიც ჩაერთო. მოძრაობა “აირჩიე ავროპას“ საბანკო ანგარიშებზე წვდომა კუპრაშვილმა ისე მოიპოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ დაელოდა. ანუ ვისაც რაჟდენ კუპრაშვილი პოლიტიკურად მიკერძოებულად ჩათვლის, შეუძლია მისი სრული ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვოს და სადამსჯელო მექანიზმებიც აამოქმედოს.