მეოთხე პრეზიდენტი პოლიტიკურ ველზე ბრუნდება - მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა

25.09.24 20:16
მეოთხე პრეზიდენტი პოლიტიკურ ველზე ბრუნდება - მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს"  შეუერთდა

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი პოლიტიკურ ველზე ბრუნდება - გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს"  შეუერთდა. პოლიტიკური განაცხადი ცოტა ხნის წინ გორში გაკეთდა. "პუტინისტურ ხროვას ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან" - ამბობს "ოცნების"  ექს პრეზიდენტი ოლიგარქის რეჟიმზე.

რატომ გააკეთა არჩევანი გიორგი მარგველაშვილმა "ძლიერ საქართველოზე"? "ეს არის გაერთიანება, რომელსაც დიდი ხანია ქართველი ხალხი ითხოვდა" - ამბობს მეოთხე პრეზიდენტი და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას სწორედ   კოალიცია "ძლიერი საქართველოს" რიგებიდან გეგმავს.

გიორგი მარგველაშვილის ახალი პოლიტიკური განაცხადი - ნანუკა ქაჯაია ისაუბრებს პირდაპირ ეთერში გორიდან.

მსგავსი სიახლეები