გახარია, ცქიტიშვილი, ძიძიგური – ექსპრემიერმა საარჩევნო სია წარადგინა
ყოფილი მეოცნებეები "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო სიის ათეულში - “ოცნებიდან“ დემარშით წასული დიმიტრი ცქიტიშვილი ექს პრემიერის გუნდს უერთდება. გახარიას გუნდშია ზვიად ძიძიგურიც, რომელიც 2012 წელს საქართველოს პარლამენტში “ოცნების“ კოალიციით მოხვდა და ოთხი წელი ვიცე-სპიკერი იყო. სიის პირველი ნომერი თავად ექსპრემიერია. ათეულში რამდენიმე ახალი სახეც მოხვდა. კიდევ ვინ იბრძოლებს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ სახელით?