ემიგრანტები უბნების გახსნას ითხოვენ
უარი ემიგრანტებს - სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი საერთოდ არ განიხილა. ათი ათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი დამატებითი უბნების გახსნას და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს, თუმცა მოსამართლემ ემიგრანტების სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭირო არგუმენტები ვერ იპოვა.
დაელოდეთ ცესკოს გადაწყვეტილებას - ამ ვერდიქტით დაასრულა მოსამართლემ ერთადერთი სხდომა და კიდევ ერთი პოლიტიკური დაკვეთა წარმატებით შეასრულა.