სრული სამოქალაქო მობილიზაცია დაწყებულია - რიგითი მოქალაქეები ხმების მცველთა რიგებში ერთიანდებიან
სრული სამოქალაქო მობილიზაცია ხმების დასაცავად - პირველად ქვეყნის ისტორიაში ათასობით რიგითი მოქალაქე ხმების მცველთა რიგებში ერთიანდება. ასეთი რამ არც ერთ არჩევნებს არ ახსოვს. მოხალისეები რეგისტრირდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ გადამწყვეტი არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ხმები არ დაიკარგოს და "ოცნების" მანიპულაციები არ დაუშვან უბნებზე. უკვე რეგისტრირებულია 3 500-ზე მეტი დამკვირვებელი.
მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - ყველა ხმების დასაცავად ემზადება. პარალელურად იწყება მოხალისეების გადამზადება. კოალიცია " “ჩემი ხმა ევროკავშირს", რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, დამკვირვებლების ტრენინგს იწყებს. ყველამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოვალეობები აქვთ საარჩევნო უბნებზე და როგორ უნდა დაიცვან ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნები ხმების გაყალბებისგან.