ფინანსური დავის გადაწყვეტა კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით - რა მოხდა გურიაში
სპეცოპერაცია გურიაში კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ - დაკავებულია 5 პირი. მათ შორის არიან კრიმინალური სამყაროს წევრობაში ბრალდებულები და ერთი ბიზნესმენიც, რომელსაც გამოძიება ე.წ ავტორიტეტებთან დახმარების მიზნით მიმართვას ედავება. საქმე ეხება 15 ათას ლარს, რომელიც ე.წ ქურდულმა სამყარომ მშენებელს დააკისრა.
ირკვევა, რომ ფინანსური დავის გადაწყვეტა ბიზნემსმენმა და მშენებელმა კრიმინალურ ავტორიტეტებს მიანდეს. ფული ამოიღეს, მაგრამ შემდეგ წილები თავად ამ საქმის ე.წ მომგვარებლებმა ვერ გაიყვეს. საქმეში ფიგურირებს ტარიელ ონიანის სახელი და გვარი, რომელიც ქურდული გარჩევის სავარაუდო ზედამხედველი იყო.