მორიგი ნიშანი, როგორაა შეშინებული ჩვენი ხელისუფლება - დოლიძე ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ “ესაა მორიგი ნიშანი იმის, თუ როგორაა შეშინებული ჩვენი ხელისუფლება“.
დოლიძის თქმით, “იმ ფონზე, როცა ქვეყანა მიაქვს კორუფციას, რაჟდენ კუპრაშვილმა ხელისუფლების ვერცერთი ფაქტი ვერ დაუდგინა“.
მორიგი ნიშანი, როგორაა შეშინებული ჩვენი ხელისუფლება, ეს უკვე ნანახი გვაქვს 2012 წელს. ქვეყანა მიაქვს კორუფციას, 80 %-ი ტენდერების 1 მონაწილით ტარდება, პირდაპირ მოლაპარაკებით კეთდება ფული, ოცნების წევრები და მათი ოჯახის წევრები მილიონრები ხდებიან. ამ პირობებში რაჟდენ კუპრაშვილმა ხელისუფლების ვერცერთი ფაქტი ვერ დაუდგინა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ახალი შეტევა მესამე სექტორზე - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია.