“ოცნება“ არის კეთროვანი საერთაშორისო დონეზე - ანა დოლიძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ “ჩვენ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება პროევროპული რეფორმები, რათა ევროკავშირში აღმოჩნდეს.“
როგორც დოლიძემ “საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა, “ოცნება“ არის კეთროვანი საერთაშორისო დონეზე, რადგან ზუსტად ასე ექცევიან “ოცნების“ წარმომადგენლებს.“
ჩვენ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება პროევროპული რეფორმები, სჭირდება გუნდი, რომელსაც ენერგიაც და კომპეტენციაც ექნება ამ რეფორმების გასატარებლად, რომელიც დაწერს ამ ევროპულ კანონებს, მიიღებს პარლამენტში ჩქარა და წაიღებს მერე ევროპაში, რომ ის შესაძლებლობა, რაც გვაქვს - ევროკავშირში აღმოჩნდეს, გამოიყენებს.
“ოცნება“ არის კეთროვანი საერთაშორისო დონეზე, ზუსტად ასე ექცევიან ოცნების წარმომადგენლებს. ამ მოცემულობის შეცვლისთვის არც კომპეტენცია და არც ნება არსებობს “, - განაცხადა დოლიძემ “საჯარო პოლიტიკაში“.