თეა წულუკიანი მინისტრის პოსტს ტოვებს
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ მან გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. რაც შეეხება ჩვენს ერთად მუშაობს, ამ 3 წლის განმავლობაში - თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს - ეს ხანდახან პრობლემაა. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა რა მაქვს მონიჭებული“, თქვა წულუკიანმა.
წულუკიანის ამ გამოსვლის ვიდეო „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
თეა წულუკიანმა პოსტი 2021 წელს დაიკავა. იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის ათეულშია.