დეპუტატობა არ მგონია, რომ ჩემი საქმიანობაა, მთავარია პოლიტიკაში იყო - მარგველაშვილი
"დეპუტატობა არ მგონია, რომ ჩემი საქმიანობაა, მთავარია პოლიტიკაში იყო. დღეს ჩემი სამსახურია საარჩევნო ბრძოლაში", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საუბარია იმაზე, რომ “საქართველო საჯიჯგნად უნდა ჩააბარონ რუსეთს, ის პოლიტიკისგან განდზე ვერ გადგებოდა“.
ვერ წარმომიდგენია დღეს პოლიტიკისგან განზე გადგომა. დღეს ხო საუბარი იმაზეა, რომ ჩვენი სამშობლო აი ასე ჩავაბაროთ რუსეთს საჯიჯგნად. მჯიჯგვნელები დარჩებიან ისევ ეს ხალხი, ვინც დღეს ამ ქვეყანას აუბედურებს, აღატაკებს და პერსპექტივას უკარგავს, ხოლო ვინც მათ ამას, ასე ვთქვათ, უფლებას მისცემს, იქნება პუტინი. როდესაც მე ვირჩევდი ჩემ ადგილს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ მე ვერ გავდგებოდი გვერდზე, ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ მე ვყოფილიყავი, კიდევ ერთხელ, იმ ხალხთან ერთად, ვისაც აქვს ძალიან შთამბეჭდავი ბიოგრაფია და ამავე დროს ძალიან სუფთა ხელები", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი