მე ვთვლიდი, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში, რადგან ის კოალიციის წამყვანი ძალაა- სამნიძე გვარამიაზე

25.09.24 22:23
მე ვთვლიდი, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში, რადგან ის კოალიციის წამყვანი ძალაა- სამნიძე გვარამიაზე

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას საარჩევნო სიაში არ ყოფნაზე  ხათუნა სამნიძე „საჯარო პოლიტიკაში“ საუბრობს და ამბობს, რომ გვარამია კოალიციის წამყვანი ძალაა და ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო სიაში.

თუმცა, სამნიძე მიიჩნევს, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და მთავარია, რომ რჩება საჯარო პოლიტიკაში.

მთავარია ის (გვარამია) რჩება საჯარო პოლიტიკაში, აპირებს და აგრძელებს, რომ იყოს ლიდერი კოალიციაში, არჩვენებამდე ჩვენთან ერთად იყოს და შემდეგაც ის აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, რისი დიდი გამოცდილებაც აქვს მას.

მე ვთვლიდი, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში, რადგან ის კოალიციის წამყვანი ძალაა, რადგან ისაა მთავარი ინიციატორი ახალ სახეებთან მუშაობის და მათი მოზიიდვის, მას აქვს უნარი, რომ შემოიკრიბოს ხალხი და აგრძნობინოს, რომ თანსწორუფლებიანები ვართ. ეს მისი გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა სამნიძემ.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საარჩევნო სიაში შესვლაზე უარი თქვა და  განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილის მსგავსად რუხი კარდინალი არ გახდება" და პოლიტიკურ პროცესებში ღიად და აქტიურად ჩაერთვება.

 

მსგავსი სიახლეები