მტკივნეულია, როცა აშშ კობახიძეს ისე ეპყრობა, როგორც კანონგარეშე ქვეყნის წარმომადგენელს - ბადრიძე

25.09.24 23:01
მტკივნეულია, როცა აშშ კობახიძეს ისე ეპყრობა, როგორც კანონგარეშე ქვეყნის წარმომადგენელს  - ბადრიძე

დიპლომატი, გიორგი ბადრიძე ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმების გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეს არის ის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას დამართა.

ამასთან, ბადრიძე ამბობს, რომ “ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო იმ არჩევანის შემდეგ, რაც ხელისუფლების და ივანიშვილის მიერ იქნა გაკეთებული.“

დღეს იმის ხილვა, რომ აშშ საქართველოს პრემიერ მინისტრს პრაქტიკულად ეპყრობა ისევე, როგორც რომელიღაცა კანონგარეშე ქვეყნის წარმომადგენელს, არის ძალიან მტკივნეული, მაგრამ სამწუხაროდ, რაც ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო, იმ არჩევანიდან, რაც ხელისუფლების და ივანიშვილის მიერ იქნა გაკეთებული, ამ მრავალწლიანი ურთიერთობის სრულ კოლაფსში გამოიხატა. ხდება არა მარტო შეერთებული შტატების შემთხვევაში, არამედ ევროკაშვირი არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული არჩევანი ქართველი ერის. მაშინ როდესაც ევროკავშირმა, ბევრი ყოყმანის შემდეგ, კარი გაუღო საქართველოს, ივანიშვილმა წიხლი კრა ამ კარებს და მოხდა სრული კოლაფსი ამ ურთიერთობების“, - განაცხადა ბადრიძემ.

მსგავსი სიახლეები