ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს - გიორგი ბარამიძე სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე

26.09.24 10:37
ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს - გიორგი ბარამიძე სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე

"ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს ბედი: რა პერიპეტიები იყო, როგორ იბრძოდა, ვის ელაპარაკებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ თელავში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრა. 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, წიგნი არა მარტო ავტობიოგრაფიულია, არამედ მასში ოკუპირებული ტერიტორიების  ის არაღიარების პოლიტიკაც ნათლად ჩანს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწარმოებდა. 

დღეს ამჯერად უკვე თელავში ვართ ქალბატონ გიულისთან ერთად და გვაქვს პრეზიდენტ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია , რომელიც არის არამარტო ავტობიოგრაფიული, არამედ არის როგორც საქართველოს თანამედროვე ისტორია , ისე ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს საქართველოსთან ურთიერთობის თანამედროვე, რაღაც მემატიანის მსგავსი ნაწარმოები, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე უფროსი თაობის ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს ბედი: რა პერიპეტიები იყო , როგორ იბრძოდა , რას შვრებოდა, რას აკეთებდა, ვის ელაპარაკებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი. 

მათ შორის არის ის თემა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ახლა ძალიან აქტუალურია, ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ახლა პუტინის მონა, მოღალატური ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს და ანგრევს თავიდან ბოლომდე იმით, რომ ცდილობს ჩვენი ერთგული მეგობრები - აშშ და ევროკავშირი საქართველოს მტრად გამოაცხადოს და ფაქტობრივად, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვოს, რომ რუსეთის პირისპირ აღმოვჩნდეთ და აი, ეს ყველაფერი არის ამ წიგნში ერთად თავმოყრილი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სახით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ხალხი 26 ოქტომბერს მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაათავისუფლებს საქართველოსაც, გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილსაც და მას ექნება საშუალება, რომ მომავალში მის გუნდთან ერთად იმდენი კეთილი და კარგი საქმე გაკეთოს , რომ ათი ამდენი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წიგნი დაწეროს, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
 

მსგავსი სიახლეები