არცერთი სიტყვა რუსეთზე - კობახიძის გამოსვლა გაეროში
არც ერთი სიტყვა რუსეთზე - ირაკლი კობახიძეს გაეროში სიტყვით გამოსვლისას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ვინ არის ოკუპანტი.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი არ უხსენებია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში...
მინდა ვისარგებლო შესაძლებლობა და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმადულია იმისკენ, ა რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს, ჩვენ ჩვენ შვილებთან ერთად შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყვალა დანგრეული ხიდი ჩვენს "ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერმა.