თელავში ხალხი იმედიანად არის განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ 26 ოქტომბერს ცვლილება მოხდება - გიული ალასანია
"თელავში ხალხი იმედიანად არის განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ თელავში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, თელავში შევხვდით ძალიან საინტერესო ადამიანებს და პირველი, რაც მხვდება თვალში, ეს არის იმედი, იმედიანად არის ხალხი განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს 26 ოქტომბერს, - თქვა გიული ალასანიამ.