თელავიც და მთლიანად კახეთიც მზადაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გაიმარჯვოს - გიორგი ბოტკოველი
"თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად", -ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანმა გიორგი ბოტკოველმა თელავშ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
"ერთიანობის" ლიდერები ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ კოალიციის გეგმები გააცნეს.
ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ დღეს თელავში ვართ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია. თელავს კარგად ახსოვს მისი ნაკეთები საქმეები და ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენი თვალით ვნახოთ. თელავიც და მთლიანად კახეთიც მზად არის იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, გაიმარჯვოს, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, და რომ ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, როდესაც ადამიანები შრომობენ და ადამიანებს რომლებიც საქმეს აკეთებენ , შრომა უფასდებათ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.