ცენზორი, დიქტატორი და დამსჯელი კომისარი - როგორ დაამახსოვრა თავი წულუკიანმა ხელოვანებს

26.09.24 11:24
ცენზორი, დიქტატორი და დამსჯელი კომისარი - როგორ დაამახსოვრა თავი წულუკიანმა ხელოვანებს

"ბოლშევიკური კომისარი" - თეა წულუკიანის სამწლიან მმართველობის პერიოდს ხელოვანები იხსენებენ. მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ წულუკიანმა კულუტურის მინისტრის პოსტზე დიქტატორის და ცენზორის როლი მოირგო. მისი თქმით, პრობლემები, რომელიც მან კულტურის სფეროში შექმნა, რთულად გამოსასწორებელია და ამიტომ წულუკიანმა ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. 

ერთადერთი რაც მახსენდება, ეს არის კომისრის საქმიანობა. იყო კომისარი. პირდაპირი გაგებით, ბოლშევიკურ კომისარს მაგონებდა და არის კიდეც რეალურად, თვითონაც არ მალავს ამას. თვითონაც გამოაცხადა, რომ იპრანჭებოდა იქ, სცენაზე რომ გამოვიდა, რომ თურმე მსახიობი იყო გარკვეული თვალსაზრისით, ეს როლი, დამსჯელი კომისრის როლი, დიქტატორის და პირდაპირი გაგებით ცენზორის როლი. საშინელებები ჩაიდინა. მე არ ვიცი როდის და როგორ გამოსწორდება, რაც მან ჩაიდინა, დაწყებული კულუტურული მემკვიდრეობიდან დამთავრებული თანამედროვე არტით. რამდენი პროექტი გააჩერა, რამდენი გეგმა ჩაშალა. კულტურაში რაც გააკეთა მაგან, ეს არის დიდი დანაშაული, რომელზეც ამ ადამიანმა, კონკრეტულად ამ ქალმა უნდა აგოს პასუხი, - ამბობს გია ბუღაძე.

 "ერთიანობის" ლიდერი ლაშა ბაქრაძის თქმით, წულუკიანი მმართველობა ნატელი მაგალითია იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა. 

თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდი იყო კარგი მაგალითი იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა. თუ მას სურვილი ექნება, სიამოვნებით შევხვდები და ავუხსნი, რას ნიშნავს კულტურაში თავისუფლება, დემოკრატია და რატომ არ იმუშავებს საქართველოში პარტიული კონტროლის დამყარების მცდელობა კულტურაზე და რატომ უნდა იყოს კულტურა თავისუფალი, რადგან ქალბატონ თეას ამაზე, როგორც ჩანს, ძალიან არასწორი წარმოდგენები აქვს, - ამბობს ლაშა ბაქრაძე

"ძლიერი სართველოს" ლიდერი დეა მეტრეველი პირდაპირ ამბობს, რომ თეა წულუკიანმა რუსული მთავრობის დავალება პირნათლად შეასრულა.  

თეა წულუკიანმა რუსული მთავრობის დავალება სრულყოფილად შეასრულა. მან უზომოდ დიდი ზიანია მიაყენა სფეროს. ეს მოჩვენებითი საკადრო გადაადგილებები სისტემაში, რუსულ მთავრობაში რეალურ სურათს არ ცვლის. ეს ადამიანები კვლავაც აპირებენ სისტემაში დარჩენას, სხვადასხვა პოზიციიდან ისევ ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის, სხვადასხვა სფეროსთვის, - ამბობს 

კულტურის მინისტრი ვერაფრით ხვდება, რისთვის გადაჰყავს ივანიშვილს მთავრობიდან პარლამენტში. "იურისტი, ცოტა მოხულიგნო, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს" - ამ სიტყვებით სრულდება თეა წულუკიანის  სამწლიანი მუშაობა კულტურაში. ივანიშვილის პარტიის ყველაზე სტაჟიან წევრს თანამდებობაზე ყოფნის 7 საათზე ნაკლები დრო რჩება.

 

მსგავსი სიახლეები