ანტიკორუფციულის შეტევა მესამე სექტორზე და აშშ-ს მწვავე პასუხი "ოცნებას"
არასამთავრობოებზე მიტანილი იერიშის გამო "ქართული ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა. ამერიკის პოლიტიკური და ანალიტიკური წრის წარმომადგენლები ივანიშვილის პარტიასა და დიქტატორულ რეჟიმებს შორის პირდაპირ ტოლობის ნიშანს სვამენ.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ "საერთაშორისო გამჭირვალობის" პოლიტიკურ სუბიექტად გამოცხადებს შტატებში ხელისუფლების შეცდომას უწოდებენ. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ანტიკოორუფციულ სამსახურს მთავრობა თავისუფალი ხმის ჩასახშობად იყენებს, ამ ყველაფერს კი პასუხი 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა გაცენ.
ეს არასწორია. ქართველმა ხალხმა ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეცვალოს.
გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული - საქართველო არის ქვეყანაც. აი, რაზე ვსაუბრობ, - აცხადებს ადამ კინზინგერი.
ეკა, შენ და "გამჭვირვალობა საქართველო" უზარმაზარ ქებას იმსახურებთ, რომ ახდენთ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას, იდგნენ დემოკრატიისა და თავისუფლების გვერდით, - აცხადებს უილ კორტნი.
რუსული ოცნება ახლა თავს ესხმის გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს , როგორც კოორდინირებული თავდასხმის ნაწილი ქართულ დემოკრატიაზე, - წერს ჯორჯ ფელა.
იყავით ძლიერი! - წერს მაკფოლი.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ორი დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია.