ვინ რა გუნდით ერთვება საარჩევნო ბრძოლაში? - სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება

26.09.24 11:29
ვინ რა გუნდით ერთვება საარჩევნო ბრძოლაში? - სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება

ვინ რა გუნდით ერთვება საარჩევნო ბრძოლაში? -  26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ.

ამ წუთიდან ყურადღების ცენტრში სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს დღის ბოლომდე ელოდებიან. 

ცესკოში უნდა გამოჩნდნენ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებიც. ირკვევა რომ ქართული ოცნება სიას ისე წარადგენს, რომ ამ დრომდე მისი საჯარო პრეზენტაციაა დაანონსებულიც კი არ არის, ანუ აქამდე არ ვიცით ვინ მოხვდება ბიძინა ივანიშვილის გუნდში მათ გარდა, ვინც აქამდე წარადგინეს. ანუ პირველი ოცეულისა და დელეგატების გარდა.

  • ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა კი, “საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. 

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 25 პარტიამ გაიარა.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში საარჩევნო სიების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობა აქვთ.

მსგავსი სიახლეები