საბჭოთა ლიდერის გამოსვლა - გია ჯაფარიძე კობახიძეზე

26.09.24 13:28
საბჭოთა ლიდერის გამოსვლა  - გია ჯაფარიძე კობახიძეზე

საბჭოთა ლიდერების გამოსვლას ჰგავდა, - ასე აფასებს "ერთიანობის" ლიდერი გია ჯაფარიძე  გაეროს სხდომაზე ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრემიერის გამოსვლა მხოლოდ წყლის ნაყვა და რუსეთისთვის დამნაშავის მანტიის ჩამოხსნის მცდელობა იყო. 

ჰგავდა ძალიან  ცივი ომის პერიოდში საბჭოთა ლიდერების გამოსვლებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე. ეს იყო უმისამართო წყლის ნაყვა და იმის მცდელობა, რომ ყველანაირად რუსეთისთვის აერიდებინა ის პასუხისმგებლობა, რომელიც, ბუნებრივია, რუსეთს აკისრია. რუსეთი არის საერთაშორისო დამნაშავე. კობახიძის გამოსვლა იყო მცდელობა, რომ ეს საერთაშორისო დამნაშავის მანტია ჩამოეხსნა რუსეთისთვის, - ამბობს გია ჯაფარიძე. 

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, მათ შორის, არც საქართველოს ოკუპაციის, არც უკრაინაში ომის კონტექსტში.

მსგავსი სიახლეები