როცა ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ზედმეტი ხაზგასმები საჭირო არ არის - "ოცნება" პრემიერს იცავს
"ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძის იცავს და გაეროში სიტყვით გამოსვლას უწონებს. ირაკლი კირცხალია ამტკიცებს, რომ რუსეთის ხსენება იქ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგან ისედაც გასაგებია, ვინ არის ოკუპანტი.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ სწორედ "ქართული ოცნებაა" ის ხელისუფლება, რომელმაც რუსეთს საბოლოოდ დაარქვა ოკუპანტი.
როდესაც ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, იქ იგულისხმება, არ არის აუცილებელი ზედმეტი ხაზგასმები. როდესაც 20%-ის ოკუპაციაზეა საუბარი, იქ თავისთავად იგულისხმება რუსეთი. გაიხსენეთ სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებები და გაიხსენეთ, შემთხვევით, 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ხომ არ არის ხელისუფლებაში და „ქართულმა ოცნებამ“ ხომ არ გაიყვანა საბოლოოდ ორივე უმაღლეს ინსტანციაში ის, რომ გამორიცხულია, ერთხელ და საბოლოოდ, რომ ქართველ გმირ ბიჭებს ოდნავ მაინც შეეხოთ ის დეზინფორმაცია და ის სიბინძურე, რასაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა ამ რეზოლუციის სახით და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც საბოლოოდ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი. როგორ უნდა ვისაუბრო ომზე და სისხლის ღვრაზე სააკაშვილის გარეშე?, - ამბობს კირცხალია.
გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, მათ შორის, არც საქართველოს ოკუპაციის, არც უკრაინაში ომის კონტექსტში.