ბობოხიძე: “ევროპული საქართველო” საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობს და მხარს უჭერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას”
„ხმების არ დაკარგვის მიზნით “ევროპული საქართველო” დამოუკიდებლად არ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში და მხარს უჭერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კაკო ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის გამო “ევროპული საქართველო” საპარლამენტო სიას არ წარადგენს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხმების არ დაკარგვის მიზნით “ევროპული საქართველო” დამოუკიდებლად არ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში და მხარს უჭერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას”, სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ არ წარვადგენთ საპარლამენტო სიას, მაგრამ “ევროპული საქართველო”, მე როგორც გენერალური მდივანი და ჩვენი თითოეული თანამებრძოლი აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში, რათა 26 ოქტომბერს დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი დემოკრატიული, მშვიდობიანი არჩევნების გზით.” - განაცხადა კაკო ბობოხიძემ