არჩილ თალაკვაძე "ოცნების" სიაში ვერ მოხვდა

26.09.24 14:16
არჩილ თალაკვაძე "ოცნების" სიაში ვერ მოხვდა

არჩილ თალაკვაძე "ოცნების" სიაში ვერ მოხვდა. მმართველი გუნდის დეპუტატის გვარი 170 კაციან სიაში არ იძებნება. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2020 წელს "ოცნების" სიის მეორე ნომერი იყო.  სიაში ასევე არ არის არც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის მიღმა დატოვა ასევე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები: ბექა ოდიშარია, კახი კახიშვილი, ელგუჯა გოცირიძე და ხატია წილოსანი.

"ოცნების" პარტიული სია რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. პირველ ათეულში არიან  ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ლაშა ტალახაძე, ვახტანგი თურნავა, მაკა ბოჭორიშვილი, გენო პეტრიაშვილი.

სრული სია იხილეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები