"ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა და ოპონენტების დემონიზება - საიას წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში

26.09.24 14:27
"ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა და ოპონენტების დემონიზება - საიას წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში

"ოცნების" ანტიდასავლური რიტირიკა და ოპონენტების დემონიზება - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საიას ცნობით, ოპონენტების გაშავების გარდა, ხელისუფლება მესამე სექტორის დისკრედიტაციასაც განაგრძობს. 

მძაფრი პოლარიზაციის ფონზე, პოლიტიკური დისკურსი და საინფორმაციო სივრცე მოცული იყო
მკვეთრი ურთიერთბრალდებებით. მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო
გამოსვლებსა და განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას ცდილობდნენ
და მათ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ.  ოპოზიციის უდიდეს ნაწილს
ისინი „გარედან მართულ [აგენტებად]” და „ბოროტ ძალად” მოიხსენიებდნენ. „ქართული
ოცნების” მხრიდან კვლავ აქტუალური იყო ანტიდასავლური რიტორიკა, ომისა და
მშვიდობის საკითხები, ანტი-ლგბტქ გზავნილები, წინა ხელისუფლების დასჯის 
რიტორიკა.  გარდა ამისა, გრძელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედი-
ტაციისა და სტიგმატიზაციის მიზნით წარმოებული კამპანია, - ნათქვამია დოკუმენტში. 

საია ასევე ყურადღებას ივანიშვილის განცხადებაზეც ამახვილებს, სადაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ არცევნებში აგამრჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დააანონსა. დოკუემნტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ამგვარი განცხადებები დეოკრატიულ სისტემას უქმნის საფრთხეს. 

ივანიშვილი, საკონსტიტუციო უმრავლესობის23 მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციურ
პარტიებს გასამართლებით (აკრძალვით) დაემუქრა, ხოლო 26 ოქტომბრის არჩევნები
ნიურნბერგის პროცესს შეადარა, „სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა
ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო
განაჩენს გამოუტანს”.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ვინ იგულისხ-
მებოდნენ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში”. მისი თქმით, ამაში მოიაზრებოდ ფაქტობრივად ყველა მსხვილი ოპოზიციური პარტია თუ გაერთიანება და არა მხოლოდ კოალიცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შემავალი პარტიები

დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და
ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის
პირებისგან საჯაროდ ამ ტიპის გზავნილების გავრცელება შემაშფოთებელია. მსგავსი
რიტორიკა პრობლემურია, რადგან ის მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელო-
ვანია, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ხმის მნიშვნელობის
შეგრძნება და არა იმის განცდა, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობა ფუჭია, რადგან მის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს, - ნათქვამია დოკუმენტში. 

მსგავსი სიახლეები