ხმაური და დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე - რა ბედი ელის ემიგრანტების ხმებს?

26.09.24 15:36
ხმაური და დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე - რა ბედი ელის ემიგრანტების ხმებს?

 

ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიდის სხდომა ცესკოში. ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, გაიგონ ემიგრანტების ხმები და საზღვრებსგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნან. ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კი ირწმუნება, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებენ და საწინააღმდეგო აზრზე მყოფ ოპოზიციონერ წევრებს მიკროფონს უთიშავს. 

42 ქვეყანაში ჯამში 60 უბანი - ეს ის მაქსიმუმია, რასაც ცესკო ემიგრანტებს სთავაზობს, თუმცა ოპოზიციის შეფასებით, ამით ემიგრანტების უფლებები ირღვევა და მათი ხმები იკარგება. 

შეგახსენებთ, რომ უბნები დაემატა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ასევე ერთი უბანი დაემატა ნიუ-იორკში, მილანსა და შტუტგარდში. 

 

მსგავსი სიახლეები