კირთაძე კალანდარიშვილს: საგარეომ, სიები, ვინ სად იყო რეგისტრირებული, არ მოგვაწოდა, მინდა გითხრათ, რომ ამართლებთ "ოცნების" მიერ შექმნილ კანონს, რომლითაც აგირჩიეს
"ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სიები გადმოეგზავნათ მისამართების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინ სად იყო რეგისტრირებული, არც ეს მოგვაწოდეს, უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ ამართლებთ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ კანონს, რომლითაც თქვენ აგირჩიეს", - ასე მიმართა ცესკოს სხდომაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების ხმის უფლებების შეზღუდვაში დასდო ბრალი.
კირთაძემ, ასევე უპასუხა კალანდარიშვილის რეპლიკას: "რა გაყვირებთ?"
"ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სიები გადმოეგზავნათ მისამართების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინ სად იყო რეგისტრირებული, არც ეს მოგვაწოდეს, უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ ამართლებთ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ კანონს, რომლითაც თქვენ აგირჩიეს", - განაცხადა კირთაძემ, ხოლო კალანდარიშვილის რეპლიკაზე: "რა გაყვირებთ?" უპასუხა:
"არ ვყვირი, ნუ გეშინიათ! თუ გეშინიათ, გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ლიდერივით შუშებით შემოიფარგლოთ, იმიტომ რომ თქვენ და ქართული ოცნების წევრები ერთი ენით გვესაუბრებით აქ კომისიის წევრებს და ზუსტად, ამართლებთ იმედებს, რადგან ქართულმა ოცნებამ ზუსტად იმიტომ შეცვალა კანონი და აგირჩიათ, რომ მათი სურვილების შემსრულებელი ყოფილიყავით", - მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საზღვარგარეთ აღრიცხვაზეა 66 997 ამომრჩეველი და ეს მაშინ, როცა მხოლოდ 2023 წელს ემიგრაციაში 163 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უბნების გახსნა მოითხოვეს, ისინი დაუყოვნებლივ გაიხსნას, რადგან ყველა მოთხოვნა აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას. ასეთი ქალაქებია მაგალითად ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი და სხვები.