“ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრებს, რომლებმაც მოითხოვეს საჩივრის ფურცლები საჩივრის დასაწერად, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა”- წითლიძე

26.09.24 16:13
“ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრებს, რომლებმაც მოითხოვეს საჩივრის ფურცლები საჩივრის დასაწერად, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა”- წითლიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრებს, რომლებმაც მოითხოვეს საჩივრის ფურცლები საჩივრის დასაწერად, როგორც ტექნიკური დარღვევებისთვის, ისე უბნის თავმჯდომარეებისთვის, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა”, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ გარემოში თავისუფალი არჩევნები ვერ ჩატარდება და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ უფლება უნდა მისცეს კომისიის წევრებს, საჩივარი დაწერონ.

დღეს ზუგდიდში და მთლიანად რეგიონებში , ყველა უბანში უნდა გახსნილიყო 10:00 საათზე სარჩევნო უბანი. საოლქო სარჩევნო კომისია , თვითონვე უზრუნველყო, რომ ყველა კომისიის წევრი გაფრთხილებული ყოფილიყო უბნის გახსნაზე 10:00 საათზე , რეალურად მივიღეთ , შემდეგი სურათი რომ არაკომპეტენტურობის და არა ორგანიზებულობის გამო უბნები რომელიც 10:00 საათზე გახსნილი უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ , დღის 14:30 საათია და არ არის გახსნილი მთელი რიგი , კომისიის წევრები , ეგრე წოდებული დამოუკიდებელი კომისიის წევრები და ,,ქართული ოცნების’’ კომისიის წევრები ადგილზე არ გამოცხადდნენ. მთელ რიგ უბნებში ინვენტარი არ იყო ადგილზე მიტანილი , რის გამოც უბნების გახსნა ვერ შეძლეს. საერთო ჯამში ზუგდიდის 20-ზე მეტ უბანში, ჯერ-ჯერობით უბანი არ არის გახსნილი , ასევე მთელი რიგი პრობლემები შექმნათ კომისიის წევრებს ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან’’, რომლებმაც მოითხოვეს საჩივრის ფურცელი და რომლებიც შეეცადნენ რომ ტექნიკურ დარღვევებზე და არა მხოლოდ ტექნიკურ დარღვევებზე საჩივარი დაეწერათ უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა, ჩვენს კომისიის წევრებს მიაყენეს , სიტყვიერი შეურაცხყოფა , მაგალითად 17-მდე უბანში არ აძლევდნენ საჩივრის დაწერის შესაძლებლობას. ის რომ უბნის კომისიის თავმჯდომარეები უბნებში კომისიის წევრებს არ აძლევენ საჩივრის ფურცლებს და ეს არის დარღვევა და ამაზე მნიშვნელოვანია რომ ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიას , ჰქონდეს ძალიან ადეკვატური პასუხი. მე მოვუწოდებ ზუგდიდის საოლქოს სარჩევნო კომისიას და მირანდა მესხს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ , როგორ უნდა ჩაატარო თქვენ , ან თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები , როდესაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ზუგდიდის საოლქოს სარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო რომ დილის 10:00 ყველა უბანში კანონის შესაბამისად უბნები გახსნილიყო მშვიდად და წყნარად.

მოვუწოდებ მირანდა მესხის კეთილი ინებეთ , ახლავე დაურეკეთ თქვენი უბნის კომისიის თავმჯდომარეებს , და უთხარით რომ მათ არ აქვთ უფლება , რომ კომისიის წევრებს ოპოზიციიდან არ მისცეს საჩივრის ფურცელი , და არ მისცეს შესაძლებლობა რომ ადგილზე გამოხატონ თავიანთი პოზიცია და დაწერონ საჩივარი. ასევე დავამატებ რომ ჩვენ უკვე მოვახერხეთ ისიც , რომ ჩვენმა წარმომადგენელმა საოლქოში 20დე საჩივარი უკვე შეიტანა ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიაში , მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს არის პარტიის წარმომადგენლის მიერ შეტანილი საჩივრები , და უბნებზე საჩივრის წერისას , უბნის კომისიის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრები ცდილობენ , რომ ჩვენს კომისიის წევრებს არ მისცენ შესაძლებლობა რომ უბნებზე საჩივრები დაწერონ.” - განაცხადა ანა წითლიძემ

მსგავსი სიახლეები