ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გაეროში კობახიძის გამოსვლას ეხმაურება

26.09.24 16:38
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გაეროში კობახიძის გამოსვლას ეხმაურება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის მიერ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

მარიონეტული რეჟიმი  აცხადებს, რომ "საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა კვლავ საკვანძო საკითხად რჩება".

სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისის პოზიციამ არ განიცადა ფუნდამენტური ცვლილებები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. 

არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება, რეალობისგან შორს მყოფი რიტორიკა იმაზე მეტყველებს, რომ წარსული არ უშვებს საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს.

სამხრეთ ოსეთის პოზიცია ცნობილია და ის წლების განმავლობაში არაერთხელ გახმიანებულა. საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა კვლავ საკვანძო საკითხად რჩება. ამავდროულად, ჩვენ გამოვდივართ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან, რომელიც გაჩნდა რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ  “ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყვალა დანგრეული ხიდი ჩვენს "ქვეყანაში“.

 

 

მსგავსი სიახლეები