საგარეოს მონაცემებით, ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვა 128 000 მოქალაქემ გაიარა, ცესკო აცხადებს 65 000-ს; სად გააქრეს ხალხი?"

26.09.24 16:53
საგარეოს მონაცემებით, ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვა 128 000 მოქალაქემ გაიარა, ცესკო აცხადებს 65 000-ს; სად გააქრეს ხალხი?"

“საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ცესკო-ს საკონსულო აღირცხვაზე მყოფი მოქლაქეების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცლებაში ადანაშაულებს და წერს, რომ საგარეოს მონაცემები და ცესკოსი ერთმანეთს აცდენილია.

ლომჯარია სვამს კითხვას: “სად გააქრეს ეს ხალხი? რა უფლებით ართმევენ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლებას? 

SOS! საგარეოს მონაცემებით, მხოლოდ ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვა 128 000 საქართველოს მოქალაქემ გაიარა. აგვისტოს დასაწყისში 67 000 საარჩევნო ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს კი ცესკო აცხადებს, რომ საგარეომ  მხოლოდ 65 000 ამომრჩევლის სია გადასცა. სად გააქრეს ეს ხალხი? რა უფლებით ართმევენ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლებას? “- წერს ლომჯარია და ე.წ. სქრინს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები