მოქალაქეების პასუხი კობახიძეს: “ცდილობენ, კრემლს როგორმე ასიამოვნონ“ -

26.09.24 17:53
მოქალაქეების პასუხი კობახიძეს: “ცდილობენ, კრემლს როგორმე ასიამოვნონ“ -

შეერთებულ შტატებში მყოფ ირაკლი კობახიძეს საქართველოს მოქალაქეები გორიდან ახსენებენ, თუ ვინ არის ქვეყნის ოკუპანტი.

საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მთავრობის მეთაური ქვეყნის ისტორიას ვერ შეცვლის, რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მშვიდობიან განვითარების მთავარი მტერიც სწორედ ის არის.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გაეროში უმაღლესი ტრიბუნიდან კობახიძემ ის გზავნილები გაახმოვანა, რომლის დამკვიდრებასაც, წლებია, კრემლი ცდილობს. 

ერთი სიტყვა არ უხსენებია უკანონო სამხედრო ბაზებზე, რომლებიც ყოველ ნაბიჯზეა. უნდა ესაუბრა და ელაპარაკა რაც შეძილება მეტი ჩვენს ყოფაზე და ეს ტრიბუნა ვერ გამოიყენა, მან სათანადოდ. საერთოდ, რუსეთი როგორც ოკუპანტი არ ახსენა, ილაპარაკა მშვიდობასა და ღირსებაზე. მანახეთ, სად არის საქართველოს ღირსება, როცა გინტური მოკლეს, ზურგიდან ესროლეს, როცა სალოცავად შევიდა, სად არის ღირსება, როცა მენახირეს გაიტაცებენ და ლეკიანობაა“, - ამბობს გორის მაცხოვრებელი.

ყველა სიბინძურის და საშინელების ჩამდენი რუსეთია, არ შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბროთ, ჩვენ სოფელში სახლების 90 %- ი იყო გადამწვარი, რუსები უწყობდნენ ოს ოკუპანტებს ხელს, საწვავსაც აწვდიდნენ და მფარველობდნენ. რუსეთი მტერია და სულ მტერი იქნება, არასდროს შერჩებათ მათ გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის და ჩვენი სხვა ბიჭების სისხლი, აუცილებლად აგებენ პასუხს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ “ახლანდელი ხელისუფლება ცდილობს, კრემლს როგორმე ასიამოვნოს, რომ შემდეგ გასაქცევი დაიტოვონ, რადგან უკვე სულს ღაფავენ“.

ესენი პირდაპირ კრემლის დავალებას ასრულებენ და ცდილობენ, კრემლს როგორმე ასიამოვნონ, რომ შემდეგ გასაქცევი დაიტოვონ, რადგან უკვე სულს ღაფავენ. დღეს, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებით, არის ამდენი დევნილი, ხდება ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება. რუსეთის მსხვეროლია ის მშვიდობიანი ოსებიდ ა აფხაზები, რომლებიც იზოლაციაში მოაქციეს. 12 წლის განმავლობაში, თუ მიუქცევია ვინმეს ყურადღება დევნილებისთვის და თუ ყოფილა მათ დაბრუნებაზე საუბარი“,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ვინ არის ოკუპანტი. მან თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი არ უხსენებია.

მსგავსი სიახლეები