უშინაარსო და არაფრის მომცემი - ოპოზიციას კობახიძის გაეროში გამოსვლასთან დაკავშირებით კითხვები აქვს
უშინაარსო და არაფრის მომცემი - ასე აფასებს ოპოზიცია საქართველოს პრემიერ მინისტრის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
ისინი აბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სახის შენარჩუნების მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდა და ესაუბრა რუსულ აგრესიაზე, მაგრამ მათი უმთავრესი მიზანი რუსეთის გამართლებაა.
იმ სახელმწიფოს პრემიერ მინისტრმა, რომლის ტერიტორიების 20 %-ი ოკუპირებული აქვს რუსეთს, რატომ დახარჯა მგზავრობის თანხა აშშ-ში, თუ საქართველოს ინტერესებს არ დაიცავდა გაეროში. ბევრი შეკითხვა გვაქვს კობახიძესთან, რომელმაც ვერ წარმოადგინა საქართველოს ინტერესები და პირიქით, ხელი შეუწყო რუსეთის ინტერესების გატარებას, ამის გამო პასუხიც მიიღო“, - ამბობს კორძაია.
კოალიცია “ძლიერი საქართვეოს“ ერთ-ერთი ლდიერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ “ეს იყო გასეირნება ნიუ იორკში, იმის საჩვენებლად ქართველებისთვის, რომ კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში. “
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს იმაზე, თუ ვინ არის ოკუპანტი. მან თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი არ უხსენებია.