მე და კობახიძე რამ გაგვყო - მამუკა მდინარაძე
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას როდესაც ახსენა ოკუპაცია რუსეთი იგულისხმა.
“აბა ოკუპაციაზე რომ ლაპარაკობს, ოკუპანტი ისაა, თურქეთი?“- ამბობს ის. “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ივანიშვილის გუნდს რუსეთისთვის ოკუპანტის დარქმევა არ ეუხერხულება.
მე ვახსენებ რას ჰქვია, მე და კობახიძე რამ გაგვყო და ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი. ოკუპაციაზე რომ ლაპარაკობს, რუსეთის ოკუპაციაზეა საუბარი, ჩინეთის და ამერიკის ოკუპაციაზე ხომ არ იქნება ლაპარაკი“,- განაცხადა მდინარაძემ.