თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებული "მეოცნებეები" - ვინ დატოვა ივანიშვილმა "ოცნების" სიის მიღმა

26.09.24 20:10
თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებული "მეოცნებეები" - ვინ დატოვა ივანიშვილმა "ოცნების" სიის მიღმა

 

თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებული "მეოცნებეები". რუსული კანონის 14 ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი დეპუტატი ოლიგარქმა საარჩევნო სიის მიღმა დატოვა. მათ შორის არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია, კახა კახიშვილი. თუმცა ანტიდასავლური ფრონტის სხვა მედროშეებსაც პარლამენტს მიღმა დარჩენა ემუქრებათ. მათი დიდი ნაწილი პირველ 60 კანდიდატშიც ვერ მოხვდა. ბოლო კვლევების მიხედვით კი ოცნებას  55 დეპუტატის გაყვანის იმედი უნდა ქონდეს. 

პარტნიორების ლანძღვა არ დაუფასდათ და გამსვლელ სიაში  ვერ მოხვდნენ ნინო წილოსანი, ირაკლი ზარქუა, რიმა ბერაძე. ელისო ბოლქვაძე კი პარლამენტს ისე ტოვებს, რომ  ოცნებამ მთავარი ოცნება არ აუსრულა და საკანონმდებლო ორგანოში როიალი არ დაუდგა. სიების წარდგენა დასრულებულია. პარტიებმა დღეს ერთმანეთის მიყოლებით შეიტანეს დოკუმენტები საარჩევნო ადმინისტრაციაში.  

 როგორ შეხვდნენ სიის მიღმა დარჩენილი "მეოცნებეები" ივანიშვილის ვერდიქტს? - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში,

მსგავსი სიახლეები