არცერთი სიტყვა რუსეთზე - კობახიძის გამოსვლა გაეროში და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პასუხი პრემიერს
არცერთი სიტყვა რუსეთზე. გაეროს უმაღლესი ტრიბუნა საქართველოს პრემიერმა ქვეყნის მთავარ მტერზე სალაპარაკოდ არ გამოიყენა. ოკუპირებული სახელმწიფოს პირველი პირის გამოსვლას, როგორც კობახიძე თავად ამბობს ხოლმე, პრაქტიკულად ჩალის ფასი ქონდა. პრემიერმა განზრახ არ გამოიყენა შანსი, მთელი მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ვინ არის აგრესორი და რა დანაშაულებებს ჩადის საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე.
არ უხსნებია ოკუპანტების მოკლული არჩილ ტატუნაშვილი, გიორგი ანწუხელიძე, თამაზ გინტური. იყო მხოლოდ უშინაარსო, არაფრისმთქმელი და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო გზავნილები. კობახიძემ მშვიდობაზე ისე ისაუბრა, რომ ამ მშვიდობის მთავარი საფრთხე - რუსეთი მიზანმიმართულად გამოტოვა. ის ზოგადი ფრაზებიც კი არ გაუმეორებია, რომელსაც მისი წინამორბედები იმავე ტრიბუნიდან რუსეთზე ამბობდნენ.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.