იძებნებიან ემიგრანტები, რომლებიც საკონსულოებში აღრიცხვაზე იყვნენ, ამომრჩეველთა საბოლოო სიაში კი ვერ მოხვდნენ

26.09.24 20:23
იძებნებიან ემიგრანტები, რომლებიც საკონსულოებში აღრიცხვაზე იყვნენ, ამომრჩეველთა საბოლოო სიაში კი ვერ მოხვდნენ

 

იძებნებიან ემიგრანტები, რომლებიც საკონსულოებში აღრიცხვაზე იყვნენ, ამომრჩეველთა საბოლოო სიაში კი ვერ მოხვდნენ. ცესკო ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ იშვერს, რადგან ემიგრანტების სიას საარჩევნო ადმინისტრაციას სწორედ დარჩიაშვილის უწყება უგზავნის. ფაქტია, რომ სხვადასხვა შესაძლო მანიპულაციით ემიგრანტების დიდი ნაწილის საარჩევნო ხმები დაკარგულია. 42 ქვეყანაში ჯამში მხოლოდ 60 უბანი გაიხსნება, რაც სრულიად არასაკმარისია

ეს ნიშნავს, რომ  საქართველოდან იძულებით წასული ადამიანები ვერ გამოიყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და ქვეყნის გადამწყვეტი არჩევნების მიღმა დარჩებიან. საქართველოს პრეზიდენტმა ამის გამო დღეს ცესკო გააკრიტიკია. საარჩევნო ადმინისტრაციას "ოცნების" პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს ოპოზიციაც. სწორედ ამ საკითხზე დაპირისპირებით გაიხსნა დღეს  ადმინისტარციაში სხდომა, რომელიც მოგვიანებით ოპოზიიცის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები