ქართული კულტურის კომისრად წოდებული მინისტრი პოსტს ტოვებს - როგორ შეხვდა ივანიშვილის გადაწყვეტილებას წულუკიანი
ქართული კულტურის კომისრად წოდებული მინისტრი პოსტს ტოვებს - თეა წულუკიანი ოლიგარქის გადაწყვეტილებით აშკარად უკმაყოფილო ჩანს. ვერ გაიგო, რატომ მიყავთ პარლამენტში. სამაგიეროდ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რისი გაფუჭება მოასწრო მინისტრმა. ხელოვანების რეპრესიები, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, პოლიტიკური ნიშნით პროფესიონალების სამსახურებიდან გაშვება - ეს ყველაფერი წულუკიანის სახელს უკავშირდება.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, მინისტრმა ხელოვანების გაჩუმება და დამორჩილება მაინც ვერ შეძლო. პროტესტი წულუკიანის რეპრესიებზე ისმოდა ყველგან - მუზეუმებში, მწერლებში, კინოსა და თეატრში. ხმამაღალი პროტესტის მოსმენა წულუკიანს იმ საღამოზეც მოუწია, რომელსაც მინისტრის რანგში ბოლოჯერ ესწრებოდა. "ჩვენი დუმილი საზარელი და ძალიან ხმამაღალი იქნება" - რეჟისორმა ირინა ჟორდანიამ ყველას სათქმელი მინისტრს სცენიდან უთხრა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.