ჩემ ამომრჩევლებს არ ესიამოვნებათ გახარიას გვარის ნახვა იმ სიაში , რომელზედაც მე მივუთითებ - მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ მას თავისი მოსაზრება ამ თემაზე სულ ჰქონდა.
მარგველაშვილის თქმთ, მას შეუძლია ყველასთან ითანამშრომლოს, მაგრამ “მის ამომრჩეველს გახარიას მის გუნდში ხილვა არ ესიამოვნება.“
მოლაპარაკებებში არ ვიყავი ჩართული, შიდა მოლაპარაკებები არასდროს არ გამომაქვს, მაგრამ გეტყვით თუ რას ვფიქრობ ამ თემაზე. ჩემმა ამომრჩეველმა შეიძლება მაინც შემოხაზონ 9 ნომერი, როდესაც ვამბობ, რომ ამ ბრძოლაში მათთან ერთად ვარ, მაგრამ "გულს რეჩხი უზამს", როდესაც იქ დაინახავენ გახარიას გვარს. არ ვსაუბრობ გახარიას გუნდზე, ჩემ ამომრჩეველს არ ესიამოვნება, მე შეიძლება ყველასთან შემიძლია ვითანამშრომლო, მაგრამ ჩემი კარგი ურთიერთობების საკითხი არ არის მთავარი, ჩემ ამომრჩევლებს არ ესიამოვნებათ იმ სიაში, რომელზეც მე მათ მივუთითებ, გახარიას გვარის ნახვა, ეს ვიცი. მიზეზი ისაა, რომ ჩემი ამომრჩევლები არიან ისინი, რომლებიც გავრილოვის ღამეს გარეთ იდგნენ, იგივე ადამიანები შემდეგ ევროპულ არჩევანს იცავდნენ, მათთვის ის ადამიანი მაინც უცხოა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.