"ჩვენ არ ვიღებთ მოღალატეებს" - გმირთა მემორიალთან მისულ მთავრობის წევრებს საპროტესტო ბანერებით დახვდნენ
"ჩვენ არ ვიღებთ მოღალატეებს" - ამ შინაარსის საპროტესტო ბანერებთ დახვდნენ მთავრობის წევრებს გმირთა მემორიალთან. ამ ფორმით მოქალაქეებმა "ოცნების" ის განცხადებები გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც 2008 წლის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.
მოქალაქეები, რომლებიც სოხუმის დაცემიდან 31 წლის შემდეგაც ომში დაღუპულ გმირებს გლოვობენ, ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპანტთან ბოდიში მოსახდელი არ აქვს და საქართველოში ომის ინიციატორი ყოველთვის სწორედ რუსეთი იყო.
შეურაცხყოფილები ვართ ჩვენ საერთოდ. ჯერ სამოქალაქო ომის მონაწილეებად მოგვნათლეს, ახლა ბოდიშის მოხდა გვთხოვენ. ჩვენ არ მოვითხოვთ ბოდიშს, ამ გმირების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ, - ამბობენ მემორიალთან შეკრებილები.
არ მგონია, რომ მტერს მოვუხადოთ ბოდიში. არ გავქვს საბოდიშო არაფერი, რომ ჩვენ ქართველები რა დღეში ჩავვარდით, რუსეთია პირველი მტერი, რომელმაც დაიწყო, - ამბობს მოქალაქე.
მოქალაქეების განცხადებების შემდეგ "პირველები" დაინტერესდა, ხომ არ შეიცვალა ხელისუფლებამ პოზიცია ბოდიშს მოხდასთან დაკავშირებით, თუმცა "ოცნების" მაღალჩინოსნები კითხვას არ პასუხობენ.
დღეს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 31 წელი გავიდა. უთანასწორო ომის შედეგად 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდნენ მშვიდობიანიი მოქალაქეები. 300 ათასზე მეტი ადამიანი დღემდე საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.