"პოლიტიკური გადაწყვეტილება" - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი სამსახურიდან გაუშვეს

27.09.24 12:04
"პოლიტიკური გადაწყვეტილება" - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი სამსახურიდან გაუშვეს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ირწმუნება, რომ პოლიტიკური აქტივობის გამო სამსახურიდან გაუშვეს. როლანდ შავაძის მტკიცებით, მასთან თანამშრომლობაზე უარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამბობს.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს"  ერთ-ერთი წარმომადგენელი უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექციებს კითხულობდა, თუმცა როგორც შავაძე ამბობს, ადმინისტრაციისთვის მიუღებელი მისი პოლიტიკური გემოვნება აღმოჩნდა. შავაძე ახლა კოალიცია "ძლიერი საქათველოს" სიაშია და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის აპირებს ბრძოლას. 

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღარ გამიგრძელა შრომითი ხელშეკრულება. ეს იმ მოცემულობაში, როდესაც უნივერსიტეტში იგივე საათების ვაკანსიები არსებობს და ეძებენ რამდენიმე მასწავლებელს და ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ზუსტად ჩემსავე პირობებით იყო დასაქმებული უნივერსიტეტში გაუგრძელეს ხელშეკრულებები. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ მე რუსული კანონის წინააღმდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული საპროტესტო აქციებში. აუცილებლად ამ ყველაფერს გავაპროტესტებ და შევიტან სარჩელს, - განაცხადა შავაძემ საგანგებო ბრიფინგზე. 

"პირველებმა" შეეცადა გაეგო, რატომ არ გაუგრძელეს ხელშეკრულება ეროვნული ჯილდოს მქონე პედაგოგს, თუმცა ბათუმის უნივერსიტეტშ განმარტებებს არ აკეთებენ.  

მსგავსი სიახლეები