რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა სააკაშვილს, ვერ ჩაახშობს, ვერც სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას - ბოკუჩავა
“რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ივანიშვილი ვერ ჩაახშობს მიხეილ სააკაშვილის ხმას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი, გადამწყვეტ ისტორიულ არჩევნებზე, 26 ოქტომბერს, იტყვის საკუთარ სიტყვას.
რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ივანიშვილი ვერ ჩაახშობს მიხეილ სააკაშვილის ხმას, ვერ ჩაახშობს ვერც ქართველი ხალხის ხმას, რომელიც გადამწყვეტ ისტორიულ არჩევნებზე 26 ოქტომბერს იტყვის საკუთარ სიტყვას, რომლითაც გადაარჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.