სანამ კობახიძე და "ოცნებაა" ხელისუფლებაში, სტრატეგიული პარტნიორები მათთან კონტაქტს თავს აარიდებენ - ბადრი ჯაფარიძე

27.09.24 13:17
სანამ კობახიძე და "ოცნებაა" ხელისუფლებაში, სტრატეგიული პარტნიორები მათთან კონტაქტს თავს აარიდებენ - ბადრი ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს არ უკვირს, რომ საქართველოს პრემიერს ბაიდენმა მიღებაზე უარი უთხრა. ოპოზიცონერი ლიდერი ირაკლი კობახიძეს "მატყუარად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ვიდრე ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა", სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა ვერ დალაგდება.  

პრემიერი-მინისტრი კობახიძე არის ცნობილი როგორც მატყუარა, ადამიანი, რომელიც თავს ესხმის საკუთარი ქვეყნის უახლოეს მეგობრებს, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, ძალას, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ამიტომ ასეთ ადამიანთან შეხვედრას ყველა თავს არიდებს. ცხადია, რომ სანამ კობახიძე და მისთანანი არიან ხელისუფლებაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ასეთ ხელისუფლებასთან კონტაქტისგან თავს აირიდებენ, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები