“ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღევანდელი ანტიეროვნული, ანტიქართული ხელისუფლება ჩანაცვლდეს- ბოკუჩავა

27.09.24 13:10
“ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღევანდელი ანტიეროვნული, ანტიქართული ხელისუფლება ჩანაცვლდეს- ბოკუჩავა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღევანდელი ანტიეროვნული, ანტიქართული ხელისუფლება ჩანაცვლდეს კოალიციური, პროევროპული, მრავალ პარტიული ხელისუფლებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში“ – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის საარჩევნო სიებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ხვდებოდეს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ვხვდებოდეთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ერთის მხრივ ეს არის სიღატაკე იზოლაციაში, რომელიც მოაქვს ივანიშვილს და მეორეს მხრივ ეს არის კეთილდღეობა ევროპაში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ, საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც ერთიანდება, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღევანდელი ანტიეროვნული, ანტიქართული ხელისუფლება ჩანაცვლდეს კოალიციური, პროევროპული, მრავალ პარტიული ხელისუფლებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

მსგავსი სიახლეები