ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაა- ბოკუჩავა
“ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება 12 წლიანი მმართველობის შემდეგ არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება“– ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ pace-ის განცხადების საპასუხოდ განცხადა.
ბოკუჩავას თქმით, “უკვე ცხადია, რომ ხელისუფლების ამოცანაა პოლარიზებულ რეჟიმში შესვლა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას.“
მაშინ, როდესაც ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება 12 წლიანი მმართველობის შემდეგ არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, უკვე ცხადია, რომ მისი ამოცანაა პოლარიზებულ რეჟიმში შესვლა, თუმცა ჩვენ ამ მოწოდების, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას, უნდა ვუპასუხოთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აქტიურობით იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს ევროპული არჩევანი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ძალიან კარგად იაზრებს რამხელა აქვს მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას 26 ოქტომბრის არჩევნებზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"