"ოცნება" აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება - გია ჯაფარიძე

27.09.24 13:27
"ოცნება" აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება - გია ჯაფარიძე

"ბოდიშების სერიის გაგრძელება", - ასე აფასებს "ერთიანობის" ლიდერი გია ჯაფარიძე გაეროს სხდომაზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლას. მისი თქმით, პრემიერი თავის გამოსვლაში რუსეთისთვის დანაშაულის ტვირთის მოხსნას შეეცადა. 

ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება. 

კობახიძის გამოსვლა იყო გაგრძელება იმ ბოდიშის სერიის, რომელიც დაიწყო გორში, გაგრძელდა რუსთავში, გაგრძელდა ახლა გაეროში და კიდევ არ ვიცი, სად გაგრძელდება. ეს იყო მცდელობა, რომ რუსეთისთვის ეს დანაშაულის ტვირთი მოეხსნა. „ქართული ოცნება“ ამზადებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველოს მთავრობა, არ არის სასურველი, იჯდეს იმ მაგიდასთან, სადაც სხედან ცივილიზებული სამყაროს ლიდერები. ასეთ ვახშამს არ ესწრებოდა წელს პუტინი, არ ესწრებოდა მადურო, არ ესწრებოდა ასადი, - ამბობს გია ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები